logo
ENG



მეუფე იაკობი სააკაშვილზე: რომ გარბის და იქიდან მელაპარაკება, ლენინია ფინეთში?

10 ივნ 202114:49
3 წუთის საკითხავი
clock 1561

ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს მოუწოდებს, საქართველოში დაბრუნდეს და მას პირადად შეხვდეს. 

მეუფემ თქვა, რომ სააკაშვილი პრეზიდენტობის დროს "ვერაფერს უბედავდა", ნაციონალურ მოძრაობას კი მოუწოდა, "ბელადომანიას მოეშვან".

"მე ვთქვათ ცუდად მოვიქეცი, რომ გინდა ისევ ქვეყანაში პირველკაცობა და მობრუნება, იქიდან რომ ასე გვეუხეშები, მაგან კარგად გაიხსენოს პრეზიდენტი რომ იყო, თუ მიბედავდა რამეს აქ. ახლა იქ დამალული რომ არის, ჩამოვიდეს აბა და შემხვდეს… მერე ის გადაიღეთ ბოდიშებს მომიხდის თუ არა… გაქცეული რომ ხარ ახლა რა ვქნა რა… ბელადომანიას უნდა მოეშვათ. ბიძინა ხომ წავიდა, წავიდეს მაგანაც თავი დაანებოს და მელიაც სხვანაირად მოიქცევა, ხალხიც უფრო დაგიჭერთ მხარს", - თქვა მეუფემ.

მანვე აღნიშნა, რომ სანამ დაუპირისპირდებიან, ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა გაიხსენონ, "რატომ წააგეს არჩევნები 2012-2013 წლებში".

"მოსვლა გინდათ და ტვინი ხომ უნდა ჰქონდეთ თავში. მე რომ ასე დამიწყებენ, გაიხსენონ 2012-ის, 2013-ის არჩევნები რატომ წააგეს?! დამიპირისპირდნენ კარგად და რასაც მიიღებენ, თითონ ნახავენ. თუ ასე უნდათ სულ მაჩანჩალები იყვნენ, იყვნენ ბატონო, მაგრამ თუ უნდათ საქართველოსთვის კარგი აკეთონ, მოიქცნენ წესიერად.

ახლა რა გგონიათ, თანამდებობაზე რომ დაენიშნათ, მოქალაქეობა გასცა. ჩემი ქვეყნისთვის მე თავსაც ვდებდი და სისხლიც დამიღვრია მრავალი ლიტრა. ეგენი კიდე გარბიან უცხოეთში. მელია ხომ დაიჭირეს, ვაჟკაცურად მოიქცა, დარჩა. რომ გარბის და იქიდან რო მელაპარაკება, ლენინია ფინეთში? დამიპირისპირდნენ და რასაც მოიგებენ ვნახოთ რა", - განაცხადა მეუფე იაკობმა. 

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ მეუფე იაკობმა განაცხადა, რომ "ქართველი კაცი ნაციონალების დაბრუნებას არ დაუშვებს და იარაღსაც აიღებენ ხელში".

ეპისკოპოსის განცხადებას სააკაშვილი ასე გამოეხმაურა: "ფრთხილად, ეგ იარაღი იქ არ აღმოგაჩნდეს, სადაც მოგეწონებოდა, "მეუფე".

 

close დახურვა