ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, მიმდინარე წლის აპრილ-მაისში საქართველოში საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 172 333 შეადგინა. მათივე მონაცემებით, ეს 222.8%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის, მედეა ჯანიაშვილის თქმით, საჰაერო სიხშირეების 57% უკვე აღდგენილია.
"იზრდება საჰაერო გზით შემოსული ტურისტების რიცხვი. 1-ლი ივნისიდან უკვე სახმელეთო გზითაც შეუძლიათ ტურისტებს საქართველოში შემოსვლა, როგორც ვაქცინაციის სრული კურსის დამადასტურებელი საბუთით, ასევე PCR ტესტის უარყოფითი პასუხით", - განაცხადა მედეა ჯანიაშვილმა.
საქართველოში საერთაშორისო ფრენებზე შეზღუდვა თებერვლიდან მოიხსნა.