logo

პარლამენტმა ოპოზიციის ამნისტიის კანონპროექტი ჩააგდო

11 ივნ 202114:51
3 წუთის საკითხავი
clock 697
პარლამენტმა ოპოზიციის ამნისტიის კანონპროექტი ჩააგდო
ვახო ქარელი/ფორმულა

პარლამენტმა 20 ივნისის საქმეების ამნისტიასთან დაკავშირებით ოპოზიციის ამნისტიის კანონპროექტი ჩააგდო. დღევანდელ პლენარულ სხდომაზე საკითხი პირველი მოსმენით გადიოდა. კანონპროექტს 17-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 61-მა კი წინააღმდეგ მისცა ხმა.

საკანონმდებლო ორგანოში ამნისტიის კანონპროექტის 2 ვარიანტია დარეგისტრირებული: ხელისუფლების და ოპოზიციის.

ხელისუფლების მიერ დარეგისტრირებულ კანონპროექტი ორი მოსმენით უკვე განხილულია.

ოპოზიციის მიერ დარეგისტრირებული კანონპროექტის თანახმად კი, ამნისტია არ ვრცელდება იმ პირებზე, რომელსაც აღნიშნული ქმედება ჩადენილი აქვს სახელმწიფო პოლიტიკურ თანამდებობაზე ყოფნის დროს.

კანონპროექტში ასევე ნათქვამია, რომ სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებაზე ბრალდებული პირების ამნისტირებისთვის, საჭიროა დაზარალებულის თანხმობა.

ქართული ოცნების მიერ დარეგისტრირებულ კანონპროექტში აღნიშნულია, რომ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან თავისუფლდება ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული და უარს არ აცხადებს მის მიმართ ამნისტიის გავრცელებაზე.

ამნისტია ვრცელდება აგრეთვე 19- 21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებულ დანაშაულის მომზადებაზე.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტი, რომელსაც ხელისუფლებამ და ოპოზიციის ნაწილმა ხელი 19 აპრილს მოაწერა, რამდენიმე პუნქტს მოიცავს. ერთ-ერთი კი სწორედ 20 ივნისის საქმეების ამნისტიას ეხება.

 

close დახურვა