logo
ENG



სასამართლომ ე.წ ქურდულ სამყაროსთან კავშირში ბრალდებულ 13 პირს პატიმრობა შეუფარდა

12 ივნ 202112:47
3 წუთის საკითხავი
clock 996

სასამართლომ ე.წ ქურდულ სამყაროსთან კავშირში ბრალდებულ 13 პირს პატიმრობა შეუფარდა. 

გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ გვიან ღამით მიიღო. 

სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის პოზიცია, რომელიც დაკავებულებს ე.წ ქურდული სამყაროს წევრობას, "ქურდული სამყაროს" წევრისთვის მიმართვას და ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერას ედავება.

დანაშაული დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სასამართლომ დაუსწრებლად შეუფარდა პატიმრობა ე.წ კანონიერ ქურდს, ზაალ მახარობლიძეს, იგივე "გლეხოვიჩს".

აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ზაალ მახარობლიძე საქართველოს ტერიტორიაზე, ქურდულ გარჩევებში მონაწილეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში იძებნება 2019 წელს მომხდარი ფაქტიც, როცა ბიზნეს წილების გადანაწილების გამო 3 პირი დააკავეს. 

აღსანიშნავია ისიც, რომ ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებას არჩევნების პროცესში ზაალ მახარობლიძის გავლენების გამოყენებაში ადანაშაულებდა. 


close დახურვა