logo

სახ.დეპარტამენტი: მადლობას ვუხდით საქართველოს უმნიშვნელოვანესი როლის შესრულებისთვის

12 ივნ 202123:07
3 წუთის საკითხავი
clock 222

ამერიკის შეერთებული შტატები მიესალმება აზერბაიჯანის მიერ 15 სომეხი დაკავებული პირის გათავისუფლებას და სომხეთში მათ ოჯახებში დაბრუნებას. აღნიშნულ საკითხზე განცხადებას სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. 

აშშ მადლობას უხდის საქართველოს მთავრობას ფასილიტაციისთვის:

"ჩვენ, ასევე, მივესალმებით სომხეთის გადაწყვეტილებას, აზერბაიჯანს მიაწოდოს მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რაც ხელს შეუწყობს ჰუმანიტარული განაღმვითი სამუშაოების ჩატარებასა და მომავალში მსხვერპლის თავიდან აცილებას. ჩვენ მადლობელი ვართ პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და საქართველოს მთავრობის მეტად მნიშვნელოვანი როლისთვის, რომელიც საქართველომ ითამაშა იმ ნაბიჯების განხორციელების ხელშესაწყობად, რითაც რეგიონის მოსახლეობა დააახლოვა ისეთ მშვიდობიან და წარმატებულ მომავალთან, რომელსაც ის იმსახურებს.

შეერთებული შტატები მოხარულია, რომ მხარს უჭერს მოვლენების ამგვარ განვითარებას და იმედოვნებს, რომ ამით საფუძველი ჩაეყრება უფრო მეტ თანამშრომლობას. ჩვენ განვაგრძობთ ყველა დაკავებული პირის დაბრუნების მოთხოვნას და მზად ვართ, დავეხმაროთ რეგიონის ქვეყნებს მათ ძალისხმევაში, გააგრძელონ თანამშრომლობა და გადაჭრან მათ შორის არსებული პრობლემები. ჩვენ, ასევე, ვაგრძელებთ მოწოდებას სომხეთისა და აზერბაიჯანის მიმართ, განაახლონ არსებითი მოლაპარაკებები, ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების ეგიდით, კონფლიქტის სრული პოლიტიკური მოგვარების მიზნით", - წერია განცხადებაში. 

საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, აზერბაიჯანულმა მხარემ კონფლიქტის დროს დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქე გაათავისუფლა და ისინი ოჯახებს საქართველოს ტერიტორიის გავლით ​დაუბრუნდნენ.

 

close დახურვა