logo
ENG



მთავრობა: აზერბაიჯანმა სომხეთს 15 მოქალაქე გადასცა, ისინი შინ საქართველოს გავლით დაბრუნდნენ

12 ივნ 202121:37
3 წუთის საკითხავი
 
2021/06/12/be8t9whczsgs2qp.jpg

საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, აზერბაიჯანულმა მხარემ კონფლიქტის დროს დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქე გაათავისუფლა და ისინი ოჯახებს საქართველოს ტერიტორიის გავლით ​დაუბრუნდნენ.

როგორც მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სომხურმა მხარემ აზერბაიჯანს მნიშვნელოვანი მასალები გადასცა. 

"საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის აქტიური ფასილიტაციისა და ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის, ფილიპ რიკერის ჩართულობით, აზერბაიჯანულმა მხარემ კონფლიქტის დროს დაკავებული სომხეთის 15 მოქალაქე გაათავისუფლა და, საქართველოს ტერიტორიის გავლით, ისინი საკუთარ ოჯახებს დაუბრუნდნენ. 

პრემიერმინისტრის აქტიური ჩართულობით, ასევე, შესაძლებელი გახდა სომხური მხარის მიერ აზერბაიჯანული მხარისთვის მნიშვნელოვანი მასალების გადაცემა დანაღმული ტერიტორიების შესახებ. საქართველოს პრემიერ-მინისტრი პირადად იმყოფებოდა მუდმივ კავშირზე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და სომხეთის მოქმედ პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან", - წერია განცხადებაში.


close დახურვა