logo
ENG



კორონავირუსის 1 092 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 23 ადამიანი

15 ივნ 202110:45
3 წუთის საკითხავი
clock 864

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა 1 092-ით გაიზარდა.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან განიკურნა 775 ადამიანი, 23 კი გარდაიცვალა.

ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 29 734 კვლევა, აქედან 20 425 ანტიგენის სწრაფი ტესტით, ხოლო 9 309 PCR-ით.

დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის ვაქცინით 4 596 ადამიანი აიცრა. ჯამში ამ დროისთვის 212 163 ადამიანია აცრილი.

stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღიური დადებითობის მაჩვენებელი 3,67%-ია, ბოლო 14 დღის - 2,6%, ბოლო 7 დღის - 2,33%.

დღეს გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევებიდან დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით განაწილება ასეთია:

  • თბილისი - 586 შემთხვევა;
  • აჭარა - 56;
  • იმერეთი - 131;
  • ქვემო ქართლი - 81;
  • შიდა ქართლი - 58;
  • გურია - 8;
  • სამეგრელო - ზემო სვანეთი - 61;
  • კახეთი - 53;
  • მცხეთა-მთიანეთი - 31;
  • სამცხე-ჯავახეთი - 11;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 16.

ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 9 156 აქტიური შემთხვევაა. 3 059 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 733, აჭარაში - 260, იმერეთში - 384. მძიმე პაციენტია 677 პირი, მათ შორის, თბილისში - 308, აჭარაში - 68, იმერეთში -133. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 191 პირი, მათგან თბილისში - 125, აჭარაში - 10, იმერეთში - 12. 595 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 337 - თბილისში, 225- აჭარაში. 5 502 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 34 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 34, ხოლო აჭარაში - 0. თვითიზოლაციაში იმყოფება 11 528 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 4 711, პირი, აჭარაში - 1 418, იმერეთში - 929.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი შემთხვევების საერთო რაოდენობა 355 368-ს შეადგენს. აქედან 341 103 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 5 083 გარდაიცვალა.

 

close დახურვა