logo
ENG



გაბუნია გერმანიაში დასაქმებულებზე: მათი მოლოდინი არ დაკმაყოფილდა იმაზე, რასაც ელოდნენ

15 ივნ 202111:50
3 წუთის საკითხავი
clock 902

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია სახელმწიფო პროგრამით გერმანიაში დასაქმებული ქართველების შეუსაბამო შრომით პირობებთან დაკავშირებით ამბობს, რომ "მოქალაქეების მოლოდინი არ დაკმაყოფილდა იმასთან მიმართებაში, რასაც ელოდებოდნენ".

გაბუნიას თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით ვალდებულებები როგორც ქართულ, ისე გერმანულ მხარეს აქვს. 

"ჯანდაცვის სამინისტრო, როდესაც ამ ტიპის დასაქმების ინიციატივაზე მუშაობს, რა თქმა უნდა, გარკვეული ვალდებულებები და პასუხისმგებლობები ჩვენ მხარეს არის და ნაწილი პასუხისმგებლობები არის მიმღები მხარის მიმართებაში. გარკვეულწილად, როგორც ჩანს, აქ იყო ის, რომ მოქალაქეების მოლოდინი არ დაკმაყოფილდა იმასთან მიმართებაში, რასაც ესენი ელოდებოდნენ. ამაზე ჯანდაცვის სამინისტრო როგორც მოქალაქეების მხარეს, ასევე მიმღებ მხარესთან მუშაობას აგრძელებს.

ვფიქრობთ, რომ მოლოდინების სწორად ჩამოყალიბება იქნება ერთ-ერთი ის ფაქტორი, რომელიც ჩვენ აქ წინასწარ უნდა გავაკეთოთ.", - ამბობს გაბუნია.

ფორმულასთან საუბრისას სახელმწიფო პროგრამით გერმანიაში დასაქმებული ქართველები კვლავ ამბობენ, რომ შეუსაბამო პირობებში არიან და მიუხედავად დაპირებისა, მათი მდგომაროება უცვლელია. 

მათი თქმით, სააგენტოს წარმომადგენელმა მათ უთხრა, რომ "ყველას გულისთვის ვერ ირბენენ და ფერმებს ვერ შეამოწმებენ".

მძიმე პირობების შესახებ გემანიაში დასაქმებულმა ქართველებმა პირველად 18 მაისს ისაუბრეს.

ისინი ამბობენ, რომ შესასრულებელი სამუშაო რადიკალურად განსხვავებული აღმოჩნდა იმისგან, რასაც კონტრაქტი ითვალისწინებს. დასაქმებულებმა მაშინ ფორმულას უთხრეს, რომ მათი ხელფასი სამჯერ ნაკლებია, კვება პრობლემაა, საცხოვრებელი პირობები კი არასათანადოა. მათივე თქმით, დახმარებისთვის დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს და გერმანიაში საკონსულს, ჩასვლისთანავე მიმართეს, თუმცა 10 დღეა რეაგირება არ მომხდარა.

მეორე დღეს, 19 მაისს სააგენტომ თქვა, რომ "ამ კონკრეტულ ჯგუფთან დაკავშირებით მიღებული იქნა კონკრეტული ზომები მათი პირობების გაუმჯობესებისათვის". 


close დახურვა