logo
ENG



გიორგი რურუას საქმის მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილი უვადო მოსამართლედ გამწესდა

17 ივნ 202119:53
3 წუთის საკითხავი
clock 1547
2021/06/17/prh558nm5tzmcu9.png

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილი უვადო მოსამართლედ გაამწესა. ბუგიანიშვილი მთავარი არხის მეწილის, გიორგი რურუას საქმის მოსამართლე იყო. 

ფლანგვის დეტექტორის ცნობით, ვალერიან ბუგიანიშვილის სამოსამართლეო საქმიანობა 2011 წელს იწყება, რა დროსაც იგი გურჯაანის რაიონულ სასამართლოში მუშაობდა. მოგვიანებით, ჯერ სიღნაღის რაიონულ სასამართლოში, ხოლო გასულ წელს თბილისის საქალაქო სასამართლოში გადმოინაცვლა.

"მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა, საეჭვო ვითარებაში დაკავებული რურუა ციხეში გაამწესა და დაეთანხმა თითქმის ყველა იმ მოთხოვნას, რაც პროკურატურამ წამოაყენა. 2012-2020 წლის მონაცემების თანახმად, ვალერიან ბუგიანიშვილის ჯამურმა ანაზღაურებამ 404,930 ლარი შეადგინა. მიღებული ხელფასი, თითქმის ყოველ წელს, ზრდადი ტენდენციით გამოირჩევა. ძმის მსგავსად, ვალერიან ბუგიანიშვილის მეუღლეც საჯარო სამსახურში, კერძოდ იუსტიციის სამინსიტროშია დასაქმებული", - წერია ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციაში. 

აღსანიშნავია, რომ ვალერიან ბუგიანიშვილის ძმაც მოსამართლეა. ბესიკი ბუგიანიშვილის კარიერული წინსვლა ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დაიწყო. ბესიკ ბუგიანიშვილი 2013 წელს სოხუმისა და გაგრის რაიონული მოსამართლე იყო, ხოლო შემდგომში თბილისის საქალაქო სასამართლოში გადავიდა. მის სამოსამართლეო კარიერის ორი ყველაზე გახმაურებული შემთხვევა – ე.წ „კაბელების” და „ციანიდის“ საქმეები უკავშირდება. 

 


close დახურვა