logo
ENG



ფერმერები ამბობენ, რომ მოყვანილ პროდუქტს ვერ ყიდიან - მათ კახეთში გზა გადაკეტეს

18 ივნ 202113:05
3 წუთის საკითხავი
 
ფერმერები ამბობენ, რომ მოყვანილ პროდუქტს ვერ ყიდიან - მათ კახეთში გზა გადაკეტეს
ფორმულა

ფერმერებმა ლაგოდეხი-ყვარლის დამაკავშირებელი ცენტრალური საავტომობილო გზა გადაკეტეს. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მათ ასეულობით ტონა საზამთროსა და ნესვის მოსავალი მოიყვანეს და რეალიზებას ვერ ახდენენ.

მათი განმარტებით, წლევანდელი მოსავალი, ფაქტობრივად, არ გაუყიდიათ. გლეხები ამბობენ, რომ მათი პროდუქცია საზღვარგარეთიდან შემოტანილ ხილ-ბოსტნეულს კონკურენციას ვერ უწევს, რადგან იმპორტირებული პროდუქტი ბევრად იაფია.

ფერმერების თქმით, ისინი პროდუქტის მოყვანაში დახარჯულ თანხასაც კი ვერ იღებენ რეალიზაციის შემდეგ.

დაზარალებული ფერმერები ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვენ. მათი განცხადებით, ადგილობრივ წარმოებას პრიორიტეტი თუ არ მიენიჭა, გლეხის შრომას ფასი დაეკარგება.


close დახურვა