logo
ENG



"მინისტრები ხედვებს წარმოგვიდგენენ" - ქართული ოცნება ბორჯომში შეხვედრებს მართავს

19 ივნ 202111:20
3 წუთის საკითხავი
clock 1075

ქართული ოცნება 2 დღის განმავლობაში ბორჯომში საგანგებო შეხვედრებს გამართავს. 

სხდომებს მინისტრებიც დაესწრებიან, რომლებიც, მამუკა მდინარაძის თქმით, საპარლამენტო უმრავლესობას განვითარების ხედვებს წარუდგენენ.

მისივე განცხადებით, ქართული ოცნება ამ შეხვედრებზე არ განიხილავს პარტიულ და საარჩევნო საკითხებს და მხოლოდ სამომავლო გეგმებზე იმსჯელებს. 

მდინარაძე უარყოფს, რომ განიხილება პარტიაში საკადრო ცვლილებების საკითხი - ფორმულამ რამდენიმე თვის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქართულ ოცნებაში თავმჯდომარის პოსტი შესაძლოა ირაკლი ღარიბაშვილმა დაიკავოს, ირაკლი კობახიძემ კი საკონსტიტუციო სასამართლოში გადაინაცვლოს. 

"არ განიხილება მერობის კანდიდატების საკითხები. 

საკადრო ცვლილებები მაღალ დონეზე და პარტიულ მენეჯმენტში მოსალოდნელი არ არის. შესაძლოა იყოს ცვლილებები ადგილობრივ დონეზე, რაც შეეხება შტაბის უფროსებს და სხვა, თუმცა, დღეს ეს საკითხები არ განიხილება. 

დღეს პრაქტიკულად ყველა მინისტრი საპარლამენტო უმრავლესობის წინაშე წარმოადგენს საკუთარ ხედვას ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებით და ვიმსჯელებთ ამ თემებზე".- თქვა მდინარაძემ


close დახურვა