logo
ENG



გიორგი გახარიას პარტიამ პოლიტიკური პროგრამა წარადგინა

19 ივნ 202113:19
3 წუთის საკითხავი
clock 1813
გიორგი გახარიას პარტიამ პოლიტიკური პროგრამა წარადგინა

გიორგი გახარიას პარტიამ პოლიტიკური პროგრამა წარადგინა.

"საქართველოსთვის" აცხადებს, რომ მათი პროგრამული ხედვა 3 ძირითად მიმართულებას ეფუძნება: 

  1. განვითარება 

  2. დემოკრატია 

  3. უსაფრთხოება 

პარტია აცხადებს, რომ შემდგომ წლებში, სახელმწიფოს მშენებლობის პროცესის ეფექტიანად წარმართვისთვის აუცილებელია სისტემური განახლება და რეფორმების განხორციელება შემდეგი მიმართულებებით:

  • სახელმწიფო მმართველობა, რომელიც ეფუძნება ძალაუფლების დანაწილების პრინციპს, დეცენტრალიზაციას და მოქნილ და ეფექტიან სახელმწიფო აპარატს; 

  • მართლმსაჯულების სისტემა, სადაც რეფორმა ეხება ყველა რგოლს, მათ შორის, სამართალდამცავ და საპროკურორო საქმიანობას, სასამართლო სისტემას და მიმართულია თანმიმდევრული და სამართლიანი პოლიტიკის გატარებაზე;

  • კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, კორუფციის რისკების შემცირებაზე და პრევენციაზე მიმართული პოლიტიკის გატარების, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული სახელმწიფო მმართველობის სისტემის უზრუნველყოფის და კორუფციული დანაშაულის გამოძიების ერთიანი, დამოუკიდებელი მექანიზნის შექმნის გზით;

  • სახელმწიფო უსაფრთხოების სისტემა, მასში ახლებური ხედვის ფორმირების გზით, კონტრ-სადაზვერვო, საგარეო დაზვერვის, ჰიბრიდული საფრთხეების და სხვა მიმართულებებით; 

  • განათლების სისტემა, რომელიც უნდა იყოს მოქნილი ადმინისტრირებისა და მართვის ნაწილში; ხელმისაწვდომი, ხარისხიანი და ინკლუზიური, რომელიც ხელს შეუწყობს თანამედროვე გამოწვევების შესაბამისი კონკურენტუნარიანი ადამიანური კაპიტალის განვითარებას;

  • სოციალური დაცვის სისტემა, რომელიც იქნება მოქალაქეების რეალურ საჭიროებებზე დაფუძნებული, მეტი სამართლიანობისა და უკეთესი მიზნობრიობის უზრუნველსაყოფად.

რეფორმის შემდგომი ეტაპებია განსახორციელებელი შემდეგი მიმართულებებით:

  • საგადასახადო სისტემა და საგადასახადო ადმინისტრირება;

  • ელექტრონული მმართველობა და სახელმწიფო სერვისების მიწოდება;

  • ევროკავშირთან სექტორული თანამშრომლობის გაძლიერება, მეტი ეკონომიკური სარგებლის მიღების მიზნით;

საქართველოს უსაფრთხოების მექანიზმების გაძლიერების მიზნით ნატოსთან თანამშრომლობის პრაქტიკული ინსტრუმენტების ეფექტიანად გამოყენება. გაწევრიანების პროცესის დასაჩქარებლად, მათ შორის სამოქმედო გეგმის (MAP) მიღების მიზნით, კონკრეტული საგზაო რუკის შემუშავება და განხორციელება. საქართველოს როლის განსაზღვრა ფართო შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების ჭრილში.


close დახურვა