
საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა 521-ით გაიზარდა.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან განიკურნა 911 ადამიანი, 12 კი გარდაიცვალა.
ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 18 737 კვლევა, აქედან 9 329 ანტიგენის სწრაფი ტესტით, ხოლო 9 408 PCR-ით.
დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის ვაქცინით x ადამიანი აიცრა. ჯამში ამ დროისთვის x ადამიანია აცრილი.
stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღიური დადებითობის მაჩვენებელი 2,78%-ია, ბოლო 14 დღის - 2,46%, ბოლო 7 დღის - 2,66%.
დღეს გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევებიდან დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით განაწილება ასეთია:
- თბილისი - 283 შემთხვევა;
- აჭარა - 36;
- იმერეთი - 52;
- ქვემო ქართლი - 51'
- შიდა ქართლი - 23;
- გურია - 2;
- სამეგრელო - ზემო სვანეთი - 22;
- კახეთი - 31;
- მცხეთა-მთიანეთი - 8;
- სამცხე-ჯავახეთი - 9;
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 4.
ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 8 947 აქტიური შემთხვევაა. 2 762 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 476, აჭარაში - 211, იმერეთში - 387. მძიმე პაციენტია 668 პირი, მათ შორის, თბილისში - 302, აჭარაში - 59, იმერეთში -137. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 183 პირი, მათგან თბილისში - 115, აჭარაში - 12, იმერეთში - 12. 589 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 344 - თბილისში, 217- აჭარაში. 5 596 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 44 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 40, ხოლო აჭარაში - 4. თვითიზოლაციაში იმყოფება 9 556 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 3403, პირი, აჭარაში - 1 131, იმერეთში - 1 059.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი შემთხვევების საერთო რაოდენობა 358 881-ს შეადგენს. აქედან 344 748 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 5 160 გარდაიცვალა.