19 ივნისს იპოდრომზე ნეონაცისტურმა ჯგუფებმა პანკ მუსიკის ფესტივალის ჩაშლა სცადეს.
ამ დღეს ფესტივალი Punk Activity გაიმართა.
შეკრებილებს მისი დაწყებიდან მალევე რამდენიმე ათეული ნეონაცისტი დაესხა თავს.
ჩართულობისა და განვითარების ცენტრის ინფორმაციით, ადგილზე მალე გამოჩნდა საპატრულო პოლიცია. პოლიციელებმა რამდენიმე თავდამსხმელი ადგილზე დააკავეს. მათი ცნობით, საბოლოოდ, ნეონაცისტური დაჯგუფების წევრები იპოდრომს ჩამოაშორეს და ფესტივალი გაგრძელდა.
ორგანიზაციის შეფასებით, სავარაუდოა, რომ მათი აგრესიული თავდასხმის მიზეზი პანკ-ჯგუფების სიმღერების ტექსტები გახდა, კონკრეტულად კი, ჯგუფი გერჩის კომპოზიცია ყარს, რომელიც ღიად აკრიტიკებს ულტრამემარჯვენე იდეოლოგიას.
"მათ სიმღერაში მოისმენთ ტაეპებს ხელს უმართავ რადიკალურ, მემარჯვენე მარშებს, ტვინგარეცხილ პატრიოტებს, საზარბაზნე ფარშებს თავისუფლების იმედებს ჩანასახში კლავენ, დარბიან და გაჰყვირიან: Georgien über allen!” აღსანიშნია ისიც, რომ ამ სიმღერამ (მისმა ინგლისურენოვანმა ვერსიამ) აგრესია და უკმაყოფილება გამოიწვია ამერიკულ ნეონაცისტურ მოძრაობაშიც.
საგულისხმოა, რომ თავდამსხმელთა შორის იყვნენ მოზარდებიც. უმნიშვნელოვანესია, სახელმწიფოს ჰქონდეს მკაფიო და ეფექტიანი პოლიტიკა, ახალგაზრდების ულტრამემარჯვენე იდეოლოგიისგან დასაცავად". - აცხადებს ჩართულობისა და განვითარების ცენტრი.