logo
ENG



კორონავირუსის 914 შემთხვევა გამოვლინდა, 24 ადამიანი გარდაიცვალა

22 ივნ 202110:45
3 წუთის საკითხავი
clock 1276
კორონავირუსის 914 შემთხვევა გამოვლინდა, 24 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსის 914 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გარდაიცვალა 24 ადამიანი, 635 კი გამოჯანმრთელდა.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 27 956 კვლევა, მათ შორის 18 953 კვლევა ანტიგენის ტესტით და 9 003 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 21 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.27 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 2.43%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.55%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 914 ახალი შემთხვევიდან განაწილება დედაქალაქსა და რეგიონებში ასეთია:

  • თბილისი 524
  • აჭარა - 47
  • იმერეთი - 87
  • ქვემო ქართლი - 63
  • შიდა ქართლი - 57
  • გურია - 4
  • სამეგრელო - ზემო სვანეთი - 42
  • კახეთი - 64
  • მცხეთა-მთიანეთი - 9
  • სამცხე-ჯავახეთი - 11
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 6

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 360 055-ს, აქედან 346 217 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 5 199 კი გარდაიცვალა.

 


close დახურვა