logo
ENG



კომენდანტის მოხსნის მიუხედავად, რესტორნები მუშაობას მხოლოდ 00:00 საათამდე შეძლებენ

22 ივნ 202111:30
3 წუთის საკითხავი
clock 1327
2021/06/22/f8jo52uumgsc5kj.jpg

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის გიორგი ღიბრაძის თქმით, 1 ივლისიდან კომენდანტის საათის მოხსნის მიუხედავად, რესტორნები მუშაობას მხოლოდ 00:00 საათამდე შეძლებენ. 

როგორც ღიბრაძემ აღნიშნა, შეზღუდვა ასევე შეეხება ღამის კლუბებს და საზოგადოებრივ კვებასთან დაკავშირებულ სხვა დაწესებულებებს.

"რესტორნები იმუშავებენ მხოლოდ 00:00 საათამდე. იგივე ეხება სხვა გასართობ დაწესებულებებს, მათ შორის ღამის კლუბებს და ისეთ დაწესებულებებს, რომელიც დაკავშირებულია საზოგადოებრივ კვებასთან. ეს ეხება სასტუმროს რესტორნებსაც, რომლებსაც ჰყავთ სტუმარი და აქვთ სარესტორნო სივრცე", - თქვა ღიბრაძემ. 

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1 ივლისიდან ქვეყანაში კომენდანტის საათი უქმდება. გარდა ამისა, დღეიდან ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება


close დახურვა