logo
ENG



მთავრობამ დააზუსტა, რომ 30 ივნისს კომენდანტის საათი 23:00-ზე აღარ ამოქმედდება

22 ივნ 202116:07
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს მთავრობა ამბობს, რომ 30 ივნისის საღამოს 23:00 საათიდან გადაადგილებაზე შეზღუდვა აღარ იმოქმედებს.

"პირველი ივლისიდან გაუქმდება გადაადგილებაზე შეზღუდვა, რომელიც მოქმედებდა 23:00 საათიდან 04:00 საათამდე. პრაქტიკულ განზომილებაში იქნება შემდეგი რამ - 30 ივნისს, საღამოს 11 საათიდან შეზღუდვა აღარ იმოქმედებს. შეზღუდვა იქნება 30 ივნისს დილის საათებში, ანუ, 00:00 საათიდან 04:00 საათამდე, ხოლო 30 ივნისის საღამოს 23 საათიდან გადაადგილებაზე შეზღუდვა აღარ იმოქმედებს", - ამბობენ მთავრობაში.


close დახურვა