სამეგრელოში 8 წლის ბავშვის გაუპატიურების ბრალდებით 2 კაცი დააკავეს.
დაკავებულები მამა და შვილი არიან. მათი ასაკი 65 და 35 წელია.
ამბავი მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ბავშვმა ძალადობის შესახებ დედას მოუყვა.
სავარაუდოდ, დამნაშავეები მსხვერპლს ემუქრებოდნენ, რომ ამბის მოყოლის შემთხვევაში მას მოკლავდნენ.
თუმცა, მოგვიანებით ბავშვს ძლიერი ტკივილები დაეწყო და დედას მომხდარის შესახებ უთხრა.
არასრულწლოვანს ექსპერტიზა ჩაუტარდა.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე, გაუპატიურების მუხლით არის დაწყებული.