logo
ENG



თურნავა: 1-ლი ივლისიდან ქუთაისის აეროპორტში Wizz Air-ის ბაზა ბრუნდება

29 ივნ 202113:33
3 წუთის საკითხავი
clock 1031

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, 1-ლი ივლისიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ავიაკომპანია Wizz Air-ის ბაზა ბრუნდება.

"ტურისტული სეზონის გახსნასთან ერთად, ძალიან სასიხარულო ამბავი გვაქვს - ვიზეარის ბაზა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დაბრუნდა და ივლისიდან ფრენებს ექვსი ევროპული ქალაქის მიმართულებით შეასრულებს, თუმცა უახლოეს თვეებში გააფართოებს მიმართულებებსა და სიხშირეებს და ვფიქრობ, მალე დაუბრუნდება ძველ ნიშნულს", - თქვა თურნავამ.

ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე ავიაკომპანია ფრენებს მილანის, პრაღის, ათენის, სალონიკის, ლარნაკასა და მემინგენის მიმართულებით აღადგენს.


close დახურვა