logo
ENG



ავტობუსების ტენდერი 118 მილიონ ლარად

29 ივნ 202119:45
3 წუთის საკითხავი
clock 410

მერიისთვის ხელისუფლებამ 118 მილიონ ლარად ავტობუსების შეძენა კონსოლიდირებული ტენდერით გადაწყვიტა. როგორც წესი, ამ ფორმით, მხოლოდ ერთი სტრუქტურისთვის ტენდერი არ ცხადდება.

კონკურსი მხოლოდ 5 დღიანი იყო და უკონკურენტო პირობებში მოიგო კომპანიამ, რომლის დამფუძნებლები ქართული ოცნების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი შემწირველები არიან. ჯი-თიმ 118 მილიონი ისე მოიგო, რომ სატენდერო ფასისთვის არცერთი ლარით ნაკლები სახელმწიფოსთვის არ შეუთავაზებია.

დოკუმენტაცია არასამთავრობო ორგანიზაციამ შეისწავლა. მათი დასკვნით, კალაძეს სავარაუდო კორუფციაზე პასუხისმგებლობას წინასაარჩევნოდ არიდებენ.


close დახურვა