logo
ENG



3 არასრულწლოვან შვილზე სექსუალური ძალადობისთვის კაცს 17 წელი მიუსაჯეს

30 ივნ 202116:06
3 წუთის საკითხავი
 
3 არასრულწლოვან შვილზე სექსუალური ძალადობისთვის კაცს 17 წელი მიუსაჯეს

სასამართლომ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების საქმეზე ბრალდებულს 17 წელი მიუსაჯა. 

ბრალდების მხარის მტკიცებულებებით, 2021  წლის იანვრიდან 15 თებერვლის ჩათვლით, ბრალდებული კაცი სამი არასრულწლოვანი შვილის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას ახორციელებდა.

სამართალდამცველებმა იგი 2021 წლის 26 თებერვალს დააკავეს.

მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა,138-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“, მე-3 ნაწილის „ბ“ და  მე-4 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით  (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, არასრულწლოვნის მიმართ ნდობის გამოყენებით, დამნაშავისთვის წინასწარი  შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ (სამი ეპიზოდი)) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. 


close დახურვა