logo
ENG



Facebook-ზე გავრცელდა ვიდეო, როგორ ეჯახება ავტომობილი 2 კურიერს

03 ივლ 202120:09
3 წუთის საკითხავი
clock 7501
2021/07/03/kzuaqgitfdtts9u.jpg
სოციალური ქსელი

თავისუფლების მოედანზე მსუბუქი ავტომობილი 2 კურიერს დაეჯახა. შემთხვევის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა. 

"შემთხვევით შევესწარი თავისუფლების მოედანზე - განზრახ როგორ დაარტყა მანქანამ ორ კურიერს. თან რამდენჯერმე!", - წერს ვიდეოს ავტორი. 

ავტომობილის მძღოლი ადგილიდან მიიმალა. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება 187-ე მუხლითაა დაწყებული, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.


close დახურვა