logo
ENG



ავარიას სამეგრელოში 1 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 4

18 აპრ 202418:01
3 წუთის საკითხავი
 
2024/04/18/3pmrfb1o7de8gpn.jpg

ავტოსაგზაო შემთხვევას სამეგრელოში 1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო დაშავდა 4.

ცნობილია, რომ შემთხვევა სენაკი-ნოსირის მონაკვეთზე მოხდა, სადაც ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

ამ დროისთვის დაშავებულები სენაკისა და ქუთაისის კლინიკებში არიან გადაყვანილნი.

ფორმულას შსს-ში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.


close დახურვა