მოძალადეები სირცხვილიას ოფისთან მივარდნენ. ისინი სადარბაზოში შეიჭრნენ და ოფისის დარბევას აპირებენ, თუმცა უშუალოდ ოფისში შესვლა ვერ მოახერხეს.
ადგილზე იმყოფებოდა ტვ პირველის გადამღები ჯგუფი. სასტიკადაა ნაცები ოპერატორი, დამტვრეულია აპარატურა. მას თავდასხმის დროს ლაივი გაეთიშა. მასთან დაკავშირება ამ დრომდე ვერ ხერხდება.
ახლა ოფისთან გარეთ ასობით ადამიანია შეკრებილი. მათ შენობის მინები ჩაამსხვრიეს.