logo
ENG



მოქალაქის თქმით, მოძალადეებმა ხეთაგუროვზე დაჭრეს ტურისტი, რომელსაც საყურე ეკეთა

05 ივლ 202115:35
3 წუთის საკითხავი
clock 17557
2021/07/05/jekc8wij26u6sgh.png

მოქალაქის თქმით, მოძალადეებმა ხეთაგუროვზე დაჭრეს ტურისტი, რომელსაც საყურე ეკეთა.

როგორც თვითმხილველი ფორმულას უყვება, ის გეი ეგონათ, სცემეს, შემდეგ კი ცივი იარაღით დაჭრეს. ადგილზე მას პირველადი დახმარება აღმოუჩინეს. ტურისტი კლინიკაშია გადაყვანილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ტურისტის დაჭრის ბრალდებით 1989 წელს დაბადებული პირი დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით დაიწყო, რაც  განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს. 


close დახურვა