logo
ENG



პოლონელი ტურისტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

05 ივლ 202118:54
3 წუთის საკითხავი
 
2021/07/05/9mp2nc4sxs5ba56.png

პოლონელი ტურისტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

როგორც ალადაშვილის კლინიკის ქირურგმა შალვა გიუაშვილმა ფორმულას განუცხადა, 49 წლის კაცს გულმკერდის არეში მრავლობითი ჭრილობები მიაყენეს და მას ოპერაცია ჩაუტარდა. 

"პაციენტი მოიყვანეს 15:00 საათზე - 49 წლის კაცი, ტურისტი, პოლონეთის მოქალაქე. მას მრავლობითი ჭრილობებით გულმკერდის არეში აქვს, მათ შორის ერთი შემავალი პლევრის ღრუში. ჩაუტარდა პირველადი ქირურგიული დახმარება, გაიკერა გულმკერდის კედელი. ამ ეტაპზე მდგომარეობა სტაბილურია და დამაკმაყოფილებელია", - განაცხადა ექიმმა. 

დღეს, მოძალადეებმა ხეთაგუროვზე დაჭრეს ტურისტი, რომელსაც საყურე ეკეთა. როგორც თვითმხილველმა ფორმულას უთხრა, ის გეი ეგონათ, სცემეს, შემდეგ კი ცივი იარაღით დაჭრეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაჭრის ბრალდებით 1989 წელს დაბადებული პირი დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით დაიწყო, რაც  განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს. 

თბილისი პრაიდის კვირეული საქართველოში 1-ლი ივლისიდან დაიწყო. კვირეული ღირსების მარშით უნდა დასრულებულიყო, რომელიც დღეს, 5 ივლისს, 18:00 საათზე რუსთაველის გამზირზე იყო დაგეგმილი. 

პრურუსულმა, აგრესიულმა, მოძალადე ჯგუფებმა კონტრაქცია დილიდან დაიწყეს. მათ დაარბიეს ოპოზიციის კარვები პარლამენტის წინ, სცადეს შეჭრა "სირცხვილიას" ოფისში, ასევე, შეიჭრნენ თბილისი პრაიდის ოფისის აივანზე აძვრნენ და ჩამოხიეს ლგბტქ დროშა. 

თავს დაესხნენ ათობით ჟურნალისტს, სცემეს და დაუზიანეს ტექნიკა. 

პრაიდის კონტრაქციაქცია საპატრიარქომ დააანონსა. ძალადობრივ დარბევაში მონაწილეობენ პრორუსული ორგანიზაციის, ალტ ინფოს წარმომადგენლები. 

აშშ-ის და ევროკავშირის საელჩოები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, უზრუნველყონ ლგბტქ ადამიანების გამოხატვის თავისუფლება ისე, როგორც ამას საქართველოს კონსტიტუცია ითვალისწინებს. თუმცა, საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, 5 ივლისის დილით, მთავრობის სხდომის დაწყებამდე თქვა, დღეს დაგეგმილი "ღირსების მარში" მისთვის "მიზანშეუწონელი" და საფრთხის შემცველია. მისივე თქმით, ღირსების მარშის მიღმა ოპოზიცია დგას.


close დახურვა