logo
ENG



პრორუსი, ძალადობრივი ჯგუფები მედიის მიმართ აგრესიულები არიან და მუშაობაში ხელს უშლიან

05 ივლ 202111:23
3 წუთის საკითხავი
 

პრორუსი ჯგუფები ჟურნალისტების მიმართ აგრესიულები არიან და მუშაობაში ხელს უშლიან. 

ფორმულას ჟურნალისტს, გუგა დვალიშვილს მიკროფონი წაართვეს და ხელიდან გააგდებინეს. ასევე, მოუწოდეს, დაეტოვებინა ტერიტორია. ფორმულას ოპერატორს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. 

ასევე, სცემეს ფორმულას სხვა გადამღებ ჯგუფს - გიორგი გაბუნიას და ლექსო ხომასურიძეს. 

რუსთავი 2-ის ჟურნალისტებს ესროლეს ჯოხები, დამტვრეულია მათი ორი კამერა. კერძოდ, რუსთავი 2-ის გადამღები ჯგუფებიდან დაშავდნენ:

  • მარიამ ქუმსიშვილი - ჟურნალისტი;
  • მარიკა გოცირიძე - ჟურნაისტი;
  • გიორგი პერტია- ჟურნალისტი;
  • სალომე ბოკუჩავა - ჟურნაისტი;
  • შოთა სიკინჭალაშვილი - ოპერატორი;
  • ზურა მანაგაძე - ოპერატორი;
  • ბექა ათაბეგაშვილი - ოპერატორი;
  • გიორგი კვიწინაძე - ოპერატორი.

გარდა ამისა, დაშავდა ტვ პირველის ჟურნალისტი, რუსო ჯაბანიშვილი და გურამ თოდაძე, დამტვრეყლია მათი ორი კამერა და ჩართვის "ლაივუ".

ასევე, ისინი თავს დაესხნენ და თავში კეტი ჩაარტყეს ტაბულას ჟურნალისტს, მაკო ჯაბუას, რომელსაც ეცვა მაისური წარწერით "პრესა". სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ნეტგაზეთის ჟურნალისტს, ლუკა პერტაიას.

თავს დაესხნენ On.ge-ს ჟურნალსიტს, თამთა კახაბერიძეს. ნაცემია პალიტრანიუსის ოპერატორიც, მას ტექნიკა დაუმტვრიეს. მანამდე ჰომოფობიურმა, მოძალადე ჯგუფებმა პარლამენტთან კარვები აიღეს და პრაიდის ჩასაშლელად ემზადებიან.

ადგილზე არიან საპატრიარქოს წარმომადგენლებიც, მათ შორის, ვაკის ეკლესიის მღვდელი შალვა კეკელია და ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი. თუმცა, პოლიცია მცირე რაოდენობით არის წარმოდგენილი.

თბილისი პრაიდის კვირეული საქართველოში 1-ლი ივლისიდან დაიწყო. კვირეული ღირსების მარშით დასრულდება, რომელიც დღეს, 5 ივლისს, 18:00 საათზე რუსთაველის გამზირზე გაიმართება.

აშშ-ის და ევროკავშირის საელჩოები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, უზრუნველყონ ლგბტქ ადამიანების გამოხატვის თავისუფლება ისე, როგორც ამას საქართველოს კონსტიტუცია ითვალისწინებს. თუმცა, საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, 5 ივლისის დილით, მთავრობის სხდომის დაწყებამდე თქვა, დღეს დაგეგმილი "ღირსების მარში" მისთვის "მიზანშეუწონელი" და საფრთხის შემცველია. მისივე თქმით, ღირსების მარშის მიღმა ოპოზიცია დგას.


close დახურვა