logo
ENG



რიკოთზე საგზაო მოძრაობა აღდგა

07 ივლ 202122:15
3 წუთის საკითხავი
clock 3546
2021/07/07/nkwrnqwjy911awx.jpg

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რიკოთის ჩქაროსნულ მაისტრალზე საგზაო მოძრაობა აღდგენილია.

"რიკოთის ჩქაროსნული მაგისტრალის ხევი-უბესას მეოთხე გვირაბთან, ინტენსიური წვიმის შედეგად ჩამოშლილი მიწის მასისგან, რომელმაც რამდენიმე საათით შეზღუდა საავტომობილო მიმოსვლა, გზა ამჟამად გაწმენდილია.

ასევე, საავტომობილო მიმოსვლის მაქსიმალური უსაფრთხოების უქზრუნველყოფის მიზნით, ბეტონის ბლოკებისაგან მოწყობილია გზის დამცავი კედელი", - ნათქვამია განცხადებაში.

რიკოთზე ინტენსიური წვიმის შედეგად მიწის მასა დღეს დილით ჩამოიშალა, რის გამოც მოძრაობა შეფერხდა. მოქალაქეებს გადაადგილება გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზით შეეძლოთ.


close დახურვა