logo
ENG



მეუფე იოანე: მოსეს რჯულში პირდაპირაა ნათქვამი, ურჩი შვილი გაიყვანეთ გარეთ და ჩაქოლეთო

08 ივლ 202110:36
3 წუთის საკითხავი
 

ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი მამა იოანე (გამრეკელი) ბავშვზე ძალადობას ამართლებს და არგუმენტად მოსეს რჯულიდან ამონარიდი მოჰყავს, რომელიც ურჩ შვილებს ეხება.

ეს განცხადება მიტროპოლიტმა ქადაგებისას გააკეთა და თქვა, რომ ბავშვი მორჩილებაში უნდა იყოს.

"აბა, ახლა გაბედე და დატუქსე ბავშვი, უყვირე, კუთხეში დააყენე... რეკავს ეგრევე პოლიციაში - "დედა ჩემს უფლებებს ლახავს", " მამა მიყვირის". მოდის პოლიცია და აფრთხილებს, კიდევ ერთხელ ზარი გამოვა და ბავშვს წაგართმევთ თქვენო. ასეთი არსად არ ყოფილა. მოსეს რჯულში პირდაპირაა ნათქვამი, ურჩი შვილი, რომელიც არ უსმენს თავის მშობელს და არც არავის არ უსმენსო, გაიყვანეთ გარეთ და ჩაქოლეთო", - თქვა მეუფე იოანემ.


close დახურვა