logo
ENG



ბაიდენი: ამერიკული ძალების ოპერაციები ავღანეთში 31 აგვისტოს დასრულდება

09 ივლ 202100:53
3 წუთის საკითხავი
clock 1749
2021/07/09/8vp6ihdv0ggpt6s.jpg

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ავღანეთს ამერიკული სამხედრო ძალები მალე დატოვებს. პრეზიდენტის თქმით, ამერიკელი სამხედროების ოპერაციები 31 აგვისტოს დასრულდება.

ჯო ბაიდენმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც თალიბანმა განაგრძო ტერიტორიების მიტაცება ქვეყნის მასშტაბით. 

ამერიკული სამხედრო ძალები ავღანეთში უკვე თითქმის ოცი წელია, მსახურობენ 2001 წლის 11 სექმტემბრის ტერაქტის შემდეგ. 

2021 წლის დასაწყისში ბაიდენმა განაცხადა, რომ მისი მიზანი იქნებოდა 2021 წლის 11 სექტემბრამდე ამერიკული ძალების გამოყვანა.

„ავღანეთში ბრძოლის კიდევ ერთი წელი გამოსავალი არაა. მხოლოდ რეცეპტია იქ განუწყვეტლივ ბრძოლისთვის", - განაცხადა ბაიდენმა.

მან ასევე უარყო გავრცელებული მოსაზრება, რომ გარდაუვალია თალიბანის მიერ ძალის ხელში ჩაგდება. ბაიდენის თქმით, თალიბების 75 000 მებრძოლი ვერ შეედრება 300 000 ადამიანით დაკომპლექტებულ ავღანეთის  უსაფრთხოების ძალებს.

ავღანეთიდან ძალების სრულად გაყვანის შემდეგად კი, ქვეყანაში დარჩენა 1000-მდე ჯარისკაცი აშშ-ის საელჩოს, ქაბულის აეროპორტისა და მთავრობის მნიშვნელოვანი შენობების დასაცავად.


close დახურვა