logo
ENG



"თუ კანონის ფარგლებს გასცდებიან, ყველა უმკაცრესად დაისჯება" - ღარიბაშვილის მუქარა მედიას

12 ივლ 202111:39
3 წუთის საკითხავი
 

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტთან მედიის წარმომადგენლებისა და სამოქალაქო აქტივისტების მიერ გამართულ აქციას "ანტისახელმწიფობერივს" და "ანტიეკლესიურს" უწოდებს. 

მასიური ძალადობის შემდეგ, ღარიბაშვილი დღეს მედიის წარმომადგენლებს დაემუქრა და თქვა, რომ თუ აქციის მონაწილეების ქმედებები კანონის ფარგლებს გასცდება, ამისთვის "ყველა უმკაცრესად იქნება დასჯილი".

"ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად სრული კონტროლი სიტუაციაზე. ნებისმიერ ადამიანს ნებისმიერ დროს, მნიშვნელობა არ აქვს მედიის წარმომადგენელია, ოპოზიციური მედიის წარმომადგენელია თუ არა, აქვს უფლება შეიკრიბოს, გამოხატოს საკუთარი აზრი კანონის და კონსტიტუციის ფარგლებში. მაგრამ აქვე მინდა ვთქვა, რომ ნებისმიერი მცდელობა, რომ გასცდეს მათი ქმედება კანონის და კონსტიტუციის ფარგლებს, იქნება მაქსიმალური სიმკაცრით აღკვეთილი. სახელმწიფოს და კანონის სახელით, ყველა დაისჯება უმკაცრესად, ვინც გასცდება კანონის და კონსტიტუციის ფარგლებს", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

TV პირველის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელსაც ძალადობრივმა ჯგუფებმა 5 ივლისს სასტიკად სცემეს, გუშინ, საკუთარ სახლში დედამ გარდაცვლილი იპოვა

ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ მედიის წარმომადგენლებმა, მოძრაობა სირცხვილიამ და სხვა აქტივისტებმა 18:00 საათზე, პარლამენტის შენობასთან მთავრობის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართეს. აქციების ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ ლაშქარავას გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება და, შესაბამისად, პასუხიც ხელისუფლების წარმომადგენლებმა და მოძალადეებმა უნდა აგონ.

მათ ირაკლი ღარიბაშვილს ვადა 12 ივლისის 12:00 საათამდე მისცეს იმისათვის, რომ თანამდებობა დაეტოვებინა, თუმცა პრემიერმა დღეს განაცხადა, რომ გადადგომას არ აპირებს. გარდა ამისა, ის ჟურნალისტებს დაემუქრა, რომ თუ თუ აქციის მონაწილეების ქმედებები კანონის ფარგლებს გასცდება, ამისთვის "ყველა უმკაცრესად იქნება დასჯილი".


close დახურვა