logo
ENG



"როდემდე შეიძლება ასეთი ქადაგებები?" - მეუფე იაკობს მრევლში დაუპირისპირდნენ

12 ივლ 202113:09
3 წუთის საკითხავი
 
2021/07/12/0u61ujpbv7hjxdo.png

ბოდბეში 5 ივლისის კონტრაქციის ერთ-ერთ ორგანიზატორს მეუფე იაკობს მრევლში დაუპირისპირდნენ.

მას მრევლმა უთხრა, რომ მედიაზე ძალადობა მისი დამსახურებაა.

"როდემდე შეიძლება ასეთი ქადაგებები? 53 ადამიანი ისეთი ნაცემია, რომ შეიძლება, ვერ გადარჩეს და ამაში თქვენი დამსახურებაა, დიახ. როგორ შეიძლება ასეთი ქადაგებები?

ჟურნალისტებზე ასე საუბარი, პოლიტიკოსებზე ასე საუბარი როგორ შეიძლება? სად იყო საპატრიარქო? სად იყო? რატომ მოუწოდებდნენ ეს მღვდლები, რატომ, რისთვის? ხედავთ იმ კადრებში. მოდით და ჩამქოლეთ ახლა", - მიმართა მრევლის წევრმა მეუფე იაკობს.


close დახურვა