logo
ENG



კუჭავა: დანაშაული ხდება ყველგან და მარტო საქართველო არაა, სადაც ევროკავშირის დროშას ხევენ

12 ივლ 202115:30
3 წუთის საკითხავი
clock 662
პარლამენტი

"ქალბატონო სალომე დანაშაული ხდება ყველგან და სამწუხაროდ, მარტო საქართველო არ არის, სადაც ევროკავშირის დროშას ხევენ", - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ ოპოზიციონერი დეპუტატის სალომე სამადაშვილის განცხადებას, რომელმაც პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ კახა კუჭავას ევროკავშირის დროშა თავზე დაახის

კუჭავა ამბობს, რომ ძალადობრივი ჯგუფების მიერ ევროკავშირის დროშის ჩამოხევასა და დაწვაზე, შესაბამისი რეაგირება ჰქონდათ. 

"სამწუხაროდ არ გვაქვს საკანონმდებლო ბაზა იმისა, თუ როგორ დავიცვათ ჩვენი ეროვნული სიმბოლიკის გარდა მათ შორის ის ეროვნული სიმბოლიკა, რომელიც წარმოადგენს ჩვენი ხალხის არჩევანს და კონსტიტუციით არის განსაზღვრული. მოდით ამაზე ვიმსჯელოთ - შემდეგზე რომ მსგავსი რამე არ მოხდეს და არა ის, ვინ ვის დაახია თავზე დროშა", - თქვა კახა კუჭავამ. 

მანამდე პარლამენტის თავმჯდომარეს დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა მიმართა და თქვა: "უცნაური განცხადებაა იმ პარლამენტის თავმჯდომარისგან, რომელსაც 2-ჯერ დაგახიეს თავზე ევროკავშირის დროშა, თქვენ ბატონო კახა და თქვენ საპარლამენტო უმრავლესობა. ჟურნალისტებზე სანადიროდ მიუშვა მოძალადეები, თქვენი პრემიერმინისტრი დღეს დილიდან როგორ ბედავს და გვემუქრება, ემუქრება დამოუკიდებელი საქართველოს დამოუკიდებელ მედიას. ემუქრება ყველას ვისაც დამოუკიდებელი აზრი გვაქვს ამ ქვეყანაში. სწორედ ამიტომ თქვენ დღეს აქ ამ დარბაზში დარჩებით მარტო"

სხდომის დარბაზში გარკვეული დროის განმავლობაში ხმაური იყო, რის შემდეგაც ოპოზიციამ რიგგარეშე სხდომა დატოვა

შეგახსენებთ, რომ ძალადობრივმა და ჰომოფობიურმა ჯგუფებმა, 5-6 ივლისის მოვლენების დროს ევროკავშირის დროშა ორჯერ ჩამოხიეს და დაწვეს. 


close დახურვა