
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 286 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 13 ადამიანი.
ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 24 446 კვლევა, მათ შორის 11 351 ანტიგენის სწრაფი ტესტით, 13 095 კი PCR-ით.
7 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 5,26%-ია, ბოლო 14 დღის მანძილზე - 4,57%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 4,92%.
ვაქცინციის პროცესის დაწყებიდან დღემდე, NCDC-ის ინფორმაციით, სულ ჩატარებულია 353 835 აცრა. ეს რიცხვი მოიცავს როგორც ერთჯერადად, ისე ორივე დოზით აცრილ მოქალაქეებს.