logo
ENG



ოცნების დეპუტატმა, შალვა პაპუაშვილმა თინა ბოკუჩავა ძალის გამოყენებით გაიყვანა [ვიდეო]

18 ივლ 202114:58
3 წუთის საკითხავი
clock 1725
2021/07/18/elungczquo9pzma.jpg

ქართული ოცნების დეპუტატმა, შალვა პაპუაშვილმა ნაციონალური მოძრაობის წევრი თინა ბოკუჩავა, ტრიბუნიდან ძალის გამოყენებით გაიყვანა. 

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი პარლამენტის თავმჯდომარესთან კახა კუჭავასთან მისვლას აპირებდა, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ამის საშუალება არ მისცა და ბოკუჩავა კუჭავასთან არ მიუშვა. 

აღნიშნულს ბოკუჩავასა და პაპუაშვილს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოჰყვა.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ ოპოზიციური პარტიების დეპუტატებმა შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს პარლამენტში სიტყვით გამოსვლა შეაწყვეტინეს. ისინი ტრიბუნასთან დადგნენ და ბანერები გაშალეს, რომელზეც გარდაცვლილი ოპერატორის ლექსო ლაშქარავას ფოტოები იყო გამოსახული. 

ოპოზიციის პერფორმანსმა ქართული ოცნების დეპუტატები გააღიზიანა. უმრავლესობის წევრმა ლევან მგალობლიშვილმა ნაციონალური მოძრაობის წევრ თინა ბოკუჩავას პლაკატი წაართვა, სადაც ეწერა, რომ პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი უნდა გადადგეს.

ხმაურის გამო პარლამენტის თავმჯდომარემ ტექნიკური შესვენება გამოაცხადა. მოგვიანებით, უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ მედიას ულტიმატუმი წაუყენა და თქვა, რომ სხდომის გასაგრძელებლად, მათ საპროტესტო ბანერი უნდა ჩამოხნსნან. ცოტა ხნის წინ პარლამენტის თავმჯდომარემ სხდომა დახურა

 

 


close დახურვა