უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ენგურის ხიდზე, საოკუპაციო ხაზთან მივიდა.
აღსანიშნავია, რომ ზელენსკი საოკუპაციო ხაზისკენ საქართველოში ჩამოსვლისთანავე გაემგზავრა.
მისი თვითმფრინავი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დაახლოებით 1 საათის წინ დაჯდა.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში უკრაინის პრეზიდენტი ბათუმში, საერთაშორისო კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას.
ზელენსკის გარდა, კონფერენციაში მონაწილეობას იღებენ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი და მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ.