logo
ENG



"როდის გადადგებით?" - ჟურნალისტების კითხვა ღარიბაშვილმა უპასუხოდ დატოვა

19 ივლ 202114:26
3 წუთის საკითხავი
 
2021/07/19/xndantq9ne5qqnf.jpg

პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტების კითხვა - როდის დატოვებს თანამდებობას, კვლავ უპასუხოდ დატოვა.

ჟურნალისტებმა ღარიბაშვილს ეს კითხვა ბათუმში, საერთაშორისო კონფერენციის დაწყებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე დაუსვეს. მან პასუხის გაცემას თავი რამდენჯერმე აარიდა, თუმცა მას შემდეგ, რაც მედიის წარმომადგენლებმა უთხრეს, რომ მასთან მხოლოდ ეს შეკითხვა აქვთ, პრემიერმა პრესკონფერენცია შეწყვიტა და ტრიბუნა დატოვა.

პრესკონფერენციაზე ღარიბაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან შეხვედრის შესახებ ისაუბრა. მან თქვა, რომ შეხვედრაზე მიშელს მართლმსაჯულებისა და საარჩევნო რეფორმების შესახებ ესაუბრა. ასევე აღნიშნა, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტს მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ სრულდება შეთანხმების დოკუმენტით ნაკისრი ვალდებულებები ქართული ოცნების მხრიდან.

ცნობისთვის, ბათუმში დღეს საერთაშორისო კონფერენცია საქართველოს ევროპული გზა გაიმართება. კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდომირ ზელენსკი, მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ, ასევე, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი.


close დახურვა