logo
ENG



ქვეყანა ოლიგარქიულმა სისტემამ ჩაითრია - სანდუმ მოლდოვის უახლესი ისტორია გაიხსენა

19 ივლ 202115:34
3 წუთის საკითხავი
 

მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ ბათუმის კონფერეციაზე სიტყვით გამოსვლისას მისი ქვეყნის მაგალითი გაიხსენა აღმოსავლეთ პარტნიორობის დაწყებისას და თქვა, რომ მაშინ ოლიგარქიულმა სისტემამ ჩაითრია მოლდოვა.

მისივე თქმით, მოლდოვა კრიზისის გამო ასოცირების შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებსაც ვერ ასრულებდა და ქვეყანამ დაკარგა "სანდო პარტნიორის" სტატუსი. 

"მინდა დავუბრუნდეთ აღმოსავლეთ პარტნიორობის დასაწყისს და შეგახსენოთ, რომ იმ დროს, ჩემი ქვეყანა, მოლდოვა მიიჩნეოდა წარმატებულ ქვეყნად აღმოსავლეთ პარტნიორობაში. დიდი იმედები არსებობდა რომ ქვეყანაშიც და ევროკავშირის ინსტიტუტებშიც კვლავ ასოცირების შეთანხმების საფუძველზე ქვეყანა განვითარდებოდა დემოკრატიული სისტემები ჩამოყალიბდებოდა, მთელს ქვეყანაში, მისი მოქალაქეების საკეთილდღეოდ. თუმცაღა მალევე, იმ საპნის ბუშტმა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში საბანკო სისტემებში შეიქმნა და მას მოჰყვა სხვა კრიზისები...

სამწუხაროდ, ქვეყანა ამ ყველაფერმა, ოლიგარქიულმა სისტემამ, კორუფციამ ჩაითრია. მალევე, ჩემი ქვეყნის მოქალაქეები და ბრიუსელი აცნობიერებდნენ უკვე, რომ ჩვენ აღარ ვიყავით წარმატებული ამბავი და შემთხვევა. რეფორმები ქაღალდზე დარჩა, დისკუსია დემოკრატიაზე და ანტიკორუფციული ძალისხმევაზე, მხოლოდ ლამაზ ანგარიშებში იგზავნებოდა ბრიუსელში. მოლდოვას აკლდა ძირითადი საკითხები, რომელიც ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვანია.

ქვეყანა ჩაეფლო იმ მორევში, რომელიც აღარ გვაძლევდა ევროკავშირთან ასოცირების შესაძლებლობის გამოყენების უფლებას.

დასჯის, ან სანქციების გარეშე, მოლდოვამ დაკარგა რეპუტაცია. ჩვენ აღარ ვიყავით სანდო პარტნიორი, ჩვენ აღარ მიგვიჩნევდნენ იმ ქვეყნად, რომელიც ნაკისრი ვალდებულებების შემსრულებელი იყო.

ცვლილებები მოხდა ბოლო წელს, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად. ხალხმა აირჩია ნამდვილი დემოკრატია, კარგი მმართველობა და ძლიერი მხარდაჭერა გამოგვიცხადა ხალხმა ამ არჩევნების საფუძველზე. ამას უკვე ხელს უწყობს ევროკავშირი [...]", - თქვა მაია სანდუმ კონფერენციაზე.


close დახურვა