logo
ENG



"როდის გადადგებით?"- ღარიბაშვილის ცინიკური კითხვა ჟურნალისტებს [ვიდეო]

19 ივლ 202116:02
3 წუთის საკითხავი
 
2021/07/19/06hyayud3s15dqr.jpg

"როდის გადადგებით?" - ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ცინიკური კითხვით მიმართა.

პრემიერმინისტრმა ჟურნალისტებს ის კითხვა დაუსვა, რომლითაც მას მთელი დღეა, მიმართავენ.

ბათუმში საერთაშორისო კონფერენციაზე დასასწრებად ჩასული ირაკლი ღარიბაშვილი სასტუმროს ტოვებდა, როცა ჟურნალისტებს კითხვა "როდის გადადგებით?" დაუსვა.

ჟურნალისტებმა იგივე კითხვა ღარიბაშვილს  შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ დაუსვეს. მან პასუხის გაცემას თავი რამდენჯერმე აარიდა, თუმცა მას შემდეგ, რაც მედიის წარმომადგენლებმა უთხრეს, რომ მასთან მხოლოდ ეს შეკითხვა აქვთ, პრემიერმა პრესკონფერენცია შეწყვიტა და ტრიბუნა დატოვა.

ცნობისთვის, ბათუმში დღეს საერთაშორისო კონფერენცია საქართველოს ევროპული გზა იმართება. კონფერენციაში საქართველოს პრემიერთან და პრეზიდენტთან ერთად, მონაწილეობას იღებენ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდომირ ზელენსკიმოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ, ასევე, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი.


close დახურვა