logo
ENG



"ახლა ვსწავლობ, რაზე დავაჭირო თითი" - როგორ ხსნის მამაო მედიის შეურაცხმყოფელი ფოტოს გაზიარებას

20 ივლ 202116:38
3 წუთის საკითხავი
clock 1361
"ახლა ვსწავლობ, რაზე დავაჭირო თითი" - როგორ ხსნის მამაო მედიის შეურაცხმყოფელი ფოტოს გაზიარებას

სასულიერო პირი, მამა იოსებ ღლონტი ამბობს, რომ ფეისბუქზე კრიტიკული ტელევიზიების მიმართ შურაცხმყოფელი ფოტო შემთხვევით გააზიარა.

"გითხარით, რომ რაღაცნაირად გაუგებრობა მოხდა და შენდობას ვითხოვ. სულ არ ვიცი ვინაა. ახლა ვსწავლობ მაგას, რაზე დავაჭირო თითი და იქ რაზე დავაჭირე თითი, აღარც მახსოვს", - ამბობს სასულიერო პირი მთავარ არხთან.

მას შემდეგ რაც 5-6 ივლისის მოვლენებზე მედიის ნაწილმა პასუხისმგებლობა ხელისუფლებას დააკისრა, პროსახელისუფლებო ფეისბუქგვერდებზე კრიტიკული მედიასაშუალებების მადისკრედიტირებელი პოსტები გააქტიურდა. 


close დახურვა