logo
ENG



კალაძის პრეზენტაცია პოლიციის მობილიზების და პროტესტის ფონზე იწყება

20 ივლ 202119:37
3 წუთის საკითხავი
 
2021/07/20/25ck9m5hn84wewn.png

კახა კალაძის პრეზენტაცია პროტესტის ფონზე იწყება. 

მთაწმინდის პარკში, სადაც ქართულმა ოცნებამ 20:00 საათზე კალაძე თბილისის მერობის კანდიდატად უნდა დაასახელოს, მედიის წარმომადგენლები აქციას მართავენ. 

ჟურნალისტებს თან აქვთ გარადაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ფოტოები და პლაკატები წარწერით "დაისაჯონ მოძალადეები".

ადგილზე უკვე შეიკრიბნენ პოლიტიკოსები, მსახიობები, მომღერლები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები.

აღსანიშნავია, რომ მთაწმინდის პარკში დიდი რაოდენობითა პოლიციაა მობილიზებული. 

კალაძის წარდგენაზე, თითო მედიიდან მხოლოდ 1 ჯგუფს უშვებენ, ისიც სპეციალურ მედიაზონაში, რომელიც ღონისძიების ადგილიდან სპეციალური ჯებირებითაა გამოყოფილი.

მედიის წარმომადგენლებს ჯებირებს იქით გადასვლის უფლება არ მიეცათ, ხოლო მთაწმინდის პარკის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტილი იყო.  

საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.


close დახურვა