logo
ENG



დღეს პარლამენტი ცესკოს თავმჯდომარეობის და წევრობის კანდიდატებს კენჭს კიდევ ერთხელ უყრის

22 ივლ 202110:20
3 წუთის საკითხავი
clock 456

დღეს პარლამენტი ცესკოს თავმჯდომარეობის და წევრობის კანდიდატებს კენჭს კიდევ ერთხელ უყრის.

პირველი კენჭისყრა 18 ივლისს გაიმართა, თუმცა საჭირო რაოდენობის ხმები ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო, შესაბამისად, პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე და წევრები ვერ აირჩია.

საარჩევნო კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებებით, ცესკო-ს თავმდჯომარისა და წევრების არჩევას ხმების 2/3 ანუ 100 ხმა სჭირდება.

იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატები საჭირო რაოდენობის ხმებს ვერც დღეს მოაგროვებენ, ისინი დაკარგავენ შანსს, რომ ცენტრალურ საარჩევნო ადმინისტრაციაში 5 წლით გამწესდნენ, რაც ნიშნავს იმას, რომ შემდეგ კენჭისყრაზე აღნიშნულ თანამდებობებზე, ისინი დროებით, 6 თვის ვადით დაინიშნებიან.

ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატები

  • გიორგი კალანდარიშვილი 
  • გიორგი სანტურიანი 

ცესკოს წევრობის კანდიდატები

  • გია ცაცაშვილი 
  • ლელა ტალიური 
  • თამარ სართანია 
  • მაია ზარიძე 

ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე კონკურსის გამოცხადება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც 30 ივნისს თამარ ჟვანიამ თანამდებობა დატოვა. მან Facebook-ზე დაწერა, რომ თანამდებობაზე ყოფნა კიდევ ორ წელზე მეტი ხნით შეეძლო, თუმცა, მიაჩნია, რომ შარლ მიშელის შეთანხმების საფუძველზე მიღებულმა საარჩევნო რეგულაციებმა ახალი რეალობა მოიტანა. ჟვანიამ თქვა, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ახალი წესით არჩევა ფართო პოლიტიკური თანხმობისთვის დამატებითი ხელშემწყობი ფაქტორი იქნება.

თამარ ჟვანიას გადადგომას ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ითხოვდა. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ არჩევნები გაყალბდა, გაყალბებაში მონაწილეობა კი თავად ჟვანიამ მიიღო.


close დახურვა