logo
ENG



პარლამენტმა სახელმწიფო ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები დაამტკიცა

22 ივლ 202115:48
3 წუთის საკითხავი
clock 991
2021/07/22/ec0e8ecmfjxqd65.jpg

საქართველოს პარლამენტმა 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები დაამტკიცა.

დოკუმენტს 85-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. 

ცვლილებების თანახმად, ბიუჯეტის ხარჯები 1.1 მილიარდი ლარით გაიზარდა და 19.5 მილიარდი ლარი შეადგინა. 

ახალი პროექტით, ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7.7%-მდე გაიზარდა ნაცვლად თავდაპირველად ნავარაუდევი 3.4%-ისა. დეფიციტი მცირდება 7,6 დან 6,9 პროცენტამდე. სამთავრობო ვალი მცირდება 54,6 პროცენტამდე.

გარდა ამისა, ბიუჯეტის შემოსულობები იზრდება 1 მილიარდ 175 მილიონი ლარით და მთავრობა ზრდის გადასახდელებს 1 მილიარდ 114 მილიონი ლარით. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიმდინარე წელს თითქმის 19,5 მილიარდი ლარი დაიხარჯება.

კორექტირებულ ბიუჯეტის პროექტში ცვლილებები განხორციელებულია კიდევ ორი, სოფლის მეურნეობის და ეკონომიკის მწარმოებლური სექტორის პროგრამების ხელშეწყობის და პანდემიასთან დაკავშირებული ჯანდაცვის ხარჯების მიმართულებით.

ფინანსთა მინისტრის მოადგილის გიორგი კაკაურიძის განცხადებით, პანდემიასთან დაკავშირებული ჯანდაცვის ხარჯებისთვის 446 მილიონი იქნა დამატებული და ჯამში 846 მილიონი ლარი შეადგინა. დაახლოებით 150 მილიონ ლარზე მეტია გათვალისწინებული ვაქცინაციისთვის, რაც კაკაურიძის თქმით, სრულყოფილად ფარავს მოსახლეობის 60 პროცენტიანი მოცვის ნიშნულს.

სამინისტროების მიხედვით, ბიუჯეტში შემდეგი ცვლილებები შევიდა:

  • ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსება თავდაპირველად დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით 600 მლნ ლარით დაახლოებით, 6 მილიარდ ლარამდე იზრდება;
  • ეკონომიკის სამინისტროს ბიუჯეტი 36 მლნ ლარით გაიზრდება და 642.8 მლნ ლარი იქნება;
  • გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსება 177 მლნ ლარით იზრდება და 628.6 მლნ ლარი იქნება;
  • ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება იზრდება 90 მლნ ლარით და ჯამში სამინისტროს ბიუჯეტი დაახლოებით 2.4 მილიარდი ლარი იქნება;
  • თავდაცვის სამინისტროს დაფინანსება პროექტის მიხედვით, 30 მლნ ლარით 930 მლნ ლარამდე იზრდება;
  • იუსტიციის სამინისტროს ბიუჯეტი 60 მლნ ლარით იზრდება და ჯამში 296.5 მლნ ლარი იქნება. 

close დახურვა