logo
ENG



როდის აღდგება საქართველოსთან ავიამიმოსვლა - რუსეთის საგარეო უწყების კომენტარი

22 ივლ 202118:23
3 წუთის საკითხავი
clock 1379
როდის აღდგება საქართველოსთან ავიამიმოსვლა - რუსეთის საგარეო უწყების კომენტარი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენების განახლება შესაძლებელი იქნება ეპიდემიოლოგიური სტაბილიზაციის შემდეგ.

რუდენკოს თქმით, პირდაპირი ფრენების შეწყვეტა იძულებითი, თუმცა დროებითი ღონისძიება იყო, "ანტირუსული პროვოკაციის" გამო. მისივე თქმით, იმედი აქვს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ "გაკვეთილი ისწავლა".

"2019 წლის ივლისში შემოტანილი აკრძალვა რუსული ავიაკომპანიებისთვის განახორციელონ მგზავრების გადაყვანა რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით იყო აუცილებელი ზომა, რომელიც ცნობილმა ანტირუსულმა პროვოკაციამ გამოიწვია. დარწმუნებულნი ვართ, რომ ეს ზომა დროებითია. ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გაკვეთილი ისწავლა და სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური სიტუაციის დასტაბილურების შემდეგ, რომელიც დაკავშირებულია კორონავირუსის გავრცელებასთან, გაჩნდება შესაძლებლობა დავუბრუნდეთ ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხს" - ამბობს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ანდრე რუდენკო РИА Новости-სთან საუბარში.

საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა 2019 წლის ზაფხულში შეწყდა ე.წ. "გავრილოვის ღამისა" და მისი თანმდევი მოვლენების გამო. რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებულებით, რუსულ ავიაკომპანიებს დროებით ეკრძალებათ საქართველოში ავიამიმოსვლა. თავის მხრივ, რუსეთის ფედერაციის ტრანსპორტის სამინისტრომ გადაწყვიტა შეაჩეროს ქართული ავიაკომპანიების ფრენები რუსეთში.


close დახურვა