logo
ENG



ემა გოგოხიას თქმით, პოლიციელებმა უთხრეს, რომ თეა წულუკიანს ვერ მიუახლოვდებოდნენ

22 ივლ 202118:57
3 წუთის საკითხავი
 
2021/07/22/wbcdq83qh1iq2zn.jpg

მთავარი არხის ჟურნალისტის, ემა გოგოხიას თქმით, მას შემდეგ, რაც კულტურის მინისტრმა მიკროფონი წაართვა, ადგილზე პოლიცია გამოიძახა, თუმცა მათ უთხრეს, რომ თეა წულუკიანს ვერ მიუახლოვდებოდნენ.

როგორც გოგოხიამ აღნიშნა, პატრულის თანამშრომლებმა ასევე უთხრეს, რომ მომხდართან დაკავშირებით მინისტრს ვერც კითხვას დაუსვამდნენ.

"საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი გამოვიძახეთ, შევეცადე ამ ფორმით დამებრუნებინა მიკროფონი, თუმცა გამოკითხვის შემდეგ ეკიპაჟმა ოფიციალური განმარტება გააკეთა, რომ ისინი ვერ მიუახლოვდებოდნენ მინისტრს და დღეს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შეკითხვასაც ვერ დაუსვამენ. გამოკითხვის ოქმს გადასცემენ კრიმინალურ პოლიციას და ისინი ჩაერთვებიან შემდეგ ამ ფაქტის გამოძიებაში", - ამბობს ემა გოგოხია.

მანვე აღნიშნა, რომ მინისტრს მისთვის მიკროფონი ამ დრომდე არ დაუბრუნებია.

კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა, რომელიც სენაკში თეატრის გახსნას ესწრებოდა, მთავარი არხის  ჟურნალისტ ემა გოგოხიას მიკროფონი წაართვა და თქვა, რომ აღარ დაუბრუნებს.


close დახურვა