logo
ENG



თბილისში, ყირიმ-კონგოს ცხელებით 49 წლის ქალი გარდაიცვალა

23 ივლ 202118:32
3 წუთის საკითხავი
clock 3130
2021/07/23/ohbkr2ubkpxm547.jpg

თბილისში, ყირიმ-კონგოს ცხელებით შუა ხნის ქალი გარდაიცვალა.

როგორც ფორმულას ინფექციურ საავადმყოფოში განუცხადეს, 49 წლის ქალი კლინიკაში ორი დღის წინ, მძიმე მდგომარეობაში გადაიყვანეს. პაციენტი მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში გადიოდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. 

ცნობისთვის, ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება (CCHF) არის ვირუსული ჰემორაგიული ცხელება, რომელიც ძირითადად ტკიპებს გადააქვთ. გადადება ასევე შესაძლებელია დაინფიცირებული ცხოველის ქსოვილებთან (ქსოვილთან, საიდანაც ვირუსი სისხლში შევიდა) კონტაქტით ამ ცხოველის დაკვლის დროს ან უშუალოდ დაკვლის შემდეგ.

დაავადების ინკუბაციური პერიოდი ტკიპის კბენით ვირუსის გადაცემის შემთხვევაში არის 1-3 დღე, დაინფიცირებულ სისხლთან და ქსოვილებთან კონტაქტისას - 5-6 დღე, ხოლო მაქსიმალური ინკუბაციური პერიოდი - 13-14 დღე.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ყირიმ-კონგოს სიმპტომები შემდეგნაირია: ადამიანებში დაავადების სიმპტომების დაწყება ხდება მოულოდნელად შეცივნებით, სხეულის ტემპერატურის 39-40°С–მდე აწევით, კუნთების და თავის ტკივილით, ტკივილით მუცლის არეში, გულისრევით, ღებინებით, დიარეით. ვითარდება სისხლჩაქცევები კანზე, სისხლდენა სხვადასხვა ღრუებიდან (ცხვირი, ღრძილები, საშვილოსნო, კუჭ ნაწლავის ტრაქტი). დაავადება ადამიანებში მძიმედ მიმდინარეობს და დროული მკურნალობის ჩატარების გარეშე შეიძლება სიკვდილით დასრულდეს. ზოგადად სიკვდილიანობა 30-40 %-ია. დაავადების მაღალი რისკის ქვეშ ძირითადად ფერმერები, მწყემსები და ვეტერინარები არიან. 


close დახურვა