logo
ENG



აშშ-ს ნაჩუქარი Pfizer-ის 500 ათასი დოზა საქართველოშია

24 ივლ 202100:35
3 წუთის საკითხავი
clock 4504

აშშ-ს მიერ ნაჩუქარი Pfizer-ის ვაქცინის 500 ათასი დოზა უკვე საქართველოშია. დახვედრის ცერემონიას ჯანდაცვის მინისტრი და აშშ-ს ელჩი, კელი დეგნანი ესწრებიან. 

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განმარტებით, პირველ დოზაზე რეგისტრაციისთვის გამოტანილი იქნება აშშ-ის მიერ ნაჩუქარი ვაქცინის ნახევარი. ვაქცინაციისთვის 20-დღიანი ჯავშნის პერიოდი იქნება გამოყოფილი. 

ტიკარაძის თქმითვე, გამტარუნარიანობის გასაუმჯობესებლად უკვე შემუშავებულია გეგმა და საჭიროების შემთხვევაში, გაიზრდება როგორც ვაქცინაციაზე მომუშავე ბრიგადების რაოდენობა, ისე მათი სამუშაო დროც.

პირველ დოზაზე რეგისტრაცია მოქალაქეებს 24 ივლისს 12 საათიდან
შეეძლებათ, აცრის პროცესი კი 26 ივლისიდან დაიწყება.

close დახურვა