logo
ENG



მაქარაშვილი პლაკატებზე: ფანტაზია წავიდა იქამდე, რომ ცისარტყელა დაახატეს, როგორც საძულველი

24 ივლ 202115:04
3 წუთის საკითხავი
 
2021/07/24/3z0fppazhq4dswp.jpg

„ბოროტების ენა, ის რითაც არჩევნების წინ იწონებს ოცნება თავს" - ასე აფასებს გიგა მაქარაშვილი თბილისის ქუჩებში გამოჩენილ პლაკატებს, რომლებზეც მედიამენეჯერები, აქტივისტები და პოლიტიკოსები არიან, ფონად კი ცისარტყელა ხატია.

მაქარაშვილი, ვინც თავადაცაა გამოსახული პლაკატზე, ამბობს, რომ ხელისუფლება კონკრეტული პიროვნებებისგან მტრის ხატის შექმნას ცდილობს და ამისთვის ჰომოფობიურ ჟესტებსაც არ ერიდება.

„ისეთ უბნებშია გაკრული, სადაც ჩვენ ნებისმიერი პლაკატის გაკვრის ან წარწერის გაკეთებისთვის ათასობით ლარით გვაჯარიმებენ. რადგან ეს მკვლელი რეჟიმი ღიზიანდება, ე.ი. სწორ გზაზე ვდგავართ და არ უნდა დავუშვათ, რომ ასე გააგრძელოს ქვეყანამ ცხოვრება.

არჩევნების წინ, როცა სხვა არაფერი რჩებათ, ცდილობენ აჩვენონ მტრის ხატი. წლების განმავლობაში ეს იყო მხოლოდ სააკაშილი, ახლა მხოლოდ სააკაშვილი აღარ გამოსდით და ყველა სოციალურად აქტიურ ადამიანს ჩართავენ კამპანიაში, ვინც შეიძლება თავისი ბნელი ქუჩის ბრბოებით დააშინონ, შექმნან განწყობა, რომ ეს ადამიანები არიან ქვეყნის მტრები. ფანტაზია წავიდა იქამდე, რომ ცისარტყელა დაახატეს, როგორც საძულველი რამ. ძალიან დაბალი დონის ადამიანებთან გვაქვს საქმე", - ამბობს მაქარაშვილი.

თბილისის ქუჩებში კრიტიკული მედიის, ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო აქტივისტების წარმომადგენელეთა საწინააღმდეგო პლაკატები გამოჩნდა

პლაკატებზე გამოსახულნი არიან კრიტიკული არხების მედიამენეჯერები, სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები. კონკრეტული ადამიანები გამოსახულნი არიან ცისარტყელას ფონზე.

უცნობია, ვისი ინიციატივით დაიბეჭდა და გავრცელდა პლაკატები. ოპოზიციის წარმომადგენლების აზრით, სიძულვილის ენას წინასაარჩევნოდ ყოველთვის აქტიურად იყენებს მმართველი პარტია და აღნიშნული პლაკატების გამოჩენასაც სწორედ ქართულ ოცნებას უკავშირებენ.


close დახურვა