logo
ENG



ინჯია თვითმმართველობის არჩევნებზე საგამოძიებო კომისიის წინასწარ შექმნის ინიციატივით გამოდის

26 ივლ 202116:51
3 წუთის საკითხავი
clock 734
ინჯია თვითმმართველობის არჩევნებზე საგამოძიებო კომისიის წინასწარ შექმნის ინიციატივით გამოდის

დეპუტატი ფრიდონ ინჯია თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის წინასწარ შექმნის ინიციატივით გამოდის. ინჯიამ ეს პარლამენტში, პლენარული სხდომის მიმდინარეობისას თქვა. 

"შემოვდივარ წინადადებით, რომ წინასწარ შეიქმნას დროებითი საგამოძიებო კომისია იმ ადგილობრივ არჩევნებთან მიმართებაში, რომელიც ჩატარდება. დამერწმუნეთ, რომ ადგილობრივი არჩევნების ჩატარების შემდეგ, თუ შეიქმნება საგამოძიებო კომისია, ოპოზიცია მონაწილეობას ამაშიც არ მიიღებს", - თქვა ინჯიამ.

საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.


close დახურვა