logo
ENG



შსს-სთან კაცმა თავის დაწვა სცადა

27 ივლ 202109:10
3 წუთის საკითხავი
clock 1194

შინაგან საქმეთა სამინისტროსთან კაცმა ბენზინი მიიტანა და თავის დაწვა სცადა. პოლიციის თანამშრომლებმა ცეცხლის ჩაქრობა დროულად მოახერხეს, თუმცა მამაკაცს სხეულის სხვადასხვა ადგილზე პირველი, მეორე და მესამე ხარისხის დამწვრობები აქვს. 

ექიმის თქმით, მისი მდგომარეობა მძიმეა.

"პაციენტი ამჟამად იმყოფება რეანიმაციის განყოფილებაში და გადის შესაბამის მკურნალობას. სხეულის სხვადასხვა უბნებზე აღენიშნება სხვადასხვა ხარისხის დამწვრობით დაზიანებები. მდგომარეობა ჯერჯერობით ითვლება მძიმედ", - ამბობს ექიმი გიორგი დავლიანიძე.

​აღნიშნული მოქალაქე რამდენიმე დღის წინ ფორმულას დაუკავშირდა. ის რუსთავის პოლიციის ერთ-ერთი განყოფილების თანამშრომლებს ძალადობაში ადანაშაულებდა და ამბბობდა, რომ პოლიციელებმა მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. 

თვითდაზიანებების მიყენება, სავარაუდოდ, ამ ინციდენტს უკავშირდება.


close დახურვა